ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებული პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ჰოსპიტალის კლინიკურმა  მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა. მისი თქმით, პაციენტს ორივე ფილტვის ტოტალური პნევმონია აღენიშნება.

„გუშინ შემოიყვანეს შუა ხნის ქალი, მისი მდგომარეობა არის მძიმე და იმყოფება მართვით სუნთქვაზე. პაციენტი შემოყვანილია დაავადების ერთკვირიანი ანამნეზით. ერთი კვირაა, რაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მოგვმართა გვიან“, - ამბობს ორჟონია.

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით  11 პაციენტი მკურნალობს, აქედან სამი ბავშვია. ექიმების ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დეკემბერ-იანვარში სამეგრელოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 15-მდე  შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სამი - გარდაიცვალა. პრეპარატ „ტამიფლუთი“ ანტივირუსული მკურნალობა კი  სულ 450 პირმა ჩაიტარა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
24-25 აპრილს, ღამის საათებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში შეზღუდვები დაწესდება.
23 / აპრილი 2024
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 2-დან 6 მაისის ჩათვლით, თბილისი - ფოთის მიმართულებით დამატებითი რეისები შესრულდება.
23 / აპრილი 2024
"ზუგდიდში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სტადიონის მშენებლობა 2015 წელს დაიწყეს და 2017-ში უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე არ გახსნილა", - ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორმა"
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.