ახალი ამბები
გალში ენგურის ხიდის გადაკეტვა გააპროტესტეს
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადაკეტვამ გალის რაიონის მცხოვრებლების უკმაყოფილება გამოწვია. ამის შესახებ „ნუჟნაია გაზეტა“ იუწყება. აფხაზური მედიასაშუალება წერს, რომ გალელები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უმეტესად სასწავლებლად, სამკურნალოდ და პროდუქტის შესაძენად გადადიან.

ამავე ცნობით, ე.წ. საზღვრის გადაკეტვამ გალის ბაზარში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. აღნიშნულზე პროტესტი 100-მდე ადამიანმა გამოხატა.

მათ გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ უთხრა, რომ ეს ზომები გრიპის პრევენციას უკავშირდება, რადგან, მისივე თქმით, 2016 წელს აფხაზეთში „ღორის გრიპით“ 4 ადამიანი გარდაიცვალა.

შეხვედრის მსვლელობისას კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ენგურის ხიდზე გადასვლა გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს, მათ შორის ენერგეტიკოსებსა და მძიმე ავადმყოფებს შეუძლიათ.

ამავე თემაზე:

გალის მკვიდრი: ხიდზე რიგებია, ზუგდიდში ვერ გადმოვდივართ

Print