ახალი ამბები
ენმ: ზუგდიდის მშენებარე სტადიონის გასახდელში ჭერი ჩამოინგრა (ფოტო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის მშენებარე სტადიონის გასახდელში ჭერი ჩამოინგრა.
alt
ამის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა მან ფეისბუქის საკუთარი გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა.
alt
რადიო „ათინათი“ მერიის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ზუგდიდის ახალი სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების პროექტირება გასული წლის ზაფხულში დასრულდა, თუმცა მერიას ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. პირველ ეტაპზე კი სამშენებლო სამუშაოები კომპანია "დაგმა" განახორციელა.

ფოტო: ანა წითლიძე

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მშენებარე სტადიონზე ბეტონის კედელს მოარღვევენ, თუმცა ვინ დაუშვა შეცდომა, არ ამბობენ
Print