ახალი ამბები
მაიზერ ნანავა: სტადიონზე დაზიანებებს სამშენებლო კომპანია „დაგი“ აღადგენს (ვიდეო)
ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლის მაიზერ ნანავას თქმით, ზუგდიდის მშენებარე სტადიონზე არსებულ დაზიანებებს ის სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რომელმაც პირველი ეტაპის სამუშაოები განახორციელა. ნანავამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კომპანია „დაგს“ უკვე მიმართეს.

alt

„დაგს" აქვს საგარანტიო ვადები და ვალდებულება, რომ პირვანდელი სახე დაუბრუნოს სტადიონის დაზიანებებს, რომელიც აქვს. თუ უხარისხო მშენებლობა გამოიკვეთა, აუცილებლად დაისჯება პასუხისმგებელი, თუმცა ახლა საუბარია იმაზე, რომ მეორე სართულიდან ჩამოვიდა წყალი და დააზიანა პირველი სართული“, - აღნიშნა ნანავამ.



კომბინატში მდებარე სტადიონის პირველ სართულზე დაზიანებულია გასახდელები და საშხაპეები, ჩამოშლილია გიფსო-კარდონი და აღნიშნული ტერიტორია წყლით არის გაჟღენთილი.

alt


ზუგდიდის ახალი სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების პროექტირება გასული წლის ზაფხულში დასრულდა, თუმცა მერიას ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. როგორც მაიზერ ნანავა ამბობს, ამ ეტაპზე ექსერტიზა მიმდინარეობს, რაც გარკვეულ ვადებთანაა დაკავშირებული, თუმცა როდის გამოცხადდება მშენებლობის მეორე ეტაპზე ტენდერი, ჯერჯერობით უცნობია. 

პირველ ეტაპზე კი სამშენებლო სამუშაოები კომპანია "დაგმა" განახორციელა.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი იყო გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

ამავე თემაზე:

ენმ: ზუგდიდის მშენებარე სტადიონის გასახდელში ჭერი ჩამოინგრა (ფოტო)
Print