ახალი ამბები
დაგი: ჩვენი ხარვეზი არ არის, მაგრამ დაზიანებებს გამოვასწორებთ
სამშენებლო კომპანია „დაგში“ ამბობენ, რომ ზუგდიდის მშენებარე სტადიონის პირველ სართულზე არსებულ დაზიანებებს აღადგენენ, იმის მიუხედავად, რომ კომპანიის მტკიცებით, მათი მშენებლობის ხარვეზი არ იკვეთება. „დაგის“ პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ შენობას ვენტილაცია-კონდიცირება არ აქვს, რის გამოც გიბსო-კარდონი ჩამოიშალა.

„დაკეტილ შენობაში დაგროვდა ნესტი და ჩამოიშალა არა ჭერი და კონსტრუქცია, არამედ გიფსო-კარდონი. ეს ნამდვილად არ არის ჩვენი მშენებლობის ხარვეზი, მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვიღებთ პასუხისმგებლობას და აღვადგენთ დაზიანებებს“, - გვითხრეს კომპანიაში.

რაც შეეხება ბეტონის სარტყელს, „დაგში“ ამბობენ, რომ მათ პროექტის მიხედვით იმუშავეს, თუმცა, თუ პროექტი გადაკეთდა, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლის თქმით, კეთილ ნებას გამოიჩენენ და მოანგრევენ.

alt

ჯერ კიდევ გასულ წელს ფეხბურთის ფედერაციამ კედლის მორღვევის რეკომენდაცია გასცა, რადგან კედლის არსებობის შემთხვევაში სტადიონი უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტებს არ დააკმაყოფილებდა. ზუგდიდის ახალი სტადიონის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების პროექტირება გასული წლის ზაფხულში დასრულდა, თუმცა მერიას ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. როგორც მაიზერ ნანავა ამბობს, ამ ეტაპზე ექსპერტიზა მიმდინარეობს, რაც გარკვეულ ვადებთანაა დაკავშირებული, თუმცა როდის გამოცხადდება მშენებლობის მეორე ეტაპზე ტენდერი, ჯერჯერობით უცნობია.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი იყო გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

ამავე თემაზე:

მაიზერ ნანავა: სტადიონზე დაზიანებებს სამშენებლო კომპანია „დაგი“ აღადგენს (ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
28 / მარტი 2024
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 0 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.