ახალი ამბები
ზუგდიდში ე.წ ღორის გრიპით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
პაციენტი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გრიპისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მკურნალობდა, გუშინ გარდაიცვალა. ის სამი დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. როგორც რადიო "ათინათს" საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ უთხრა, მას H1N1 ვირუსი დაუდასტურდა.  მისივე ინფორმაციით, ამჟამად გრიპის სიმპტომებით 19 ადამიანი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზეა.

„ერთ-ერთი პაციენტი გუშინ გარდაიცვალა და მას H1N1 ვირუსი დაუდასტურდა. დღეის მდგომარეობით 19 პაციენტი გვყავს, მათგან ექვსი ბავშვია. ერთ-ერთი მართვით სუნთქვაზეა“, - ამბობს ნანა ოდიშარია.

ბოლო მონაცემებით სამეგრელოში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის 19-მდე  შემთხვევა დაფიქსირდა, 4 ადამიანი გარდაიცვალა. 

ამავე თემაზე: 
ზუგდიდის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მოთავსებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა 


Print