ახალი ამბები
სკეიტ პარკში 2008 წლის ომის გმირების მემორიალის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპულების ხსოვნის უკვდავსაყოფად ძეგლის განსათავსებლად ტენდერი გამოაცხადა. ქანდაკება ზუგდიდის ცენტრალურ პარკში დაიდგმება და შესყიდვის ღირებულბა 20 ათასი ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ქანდაკება წარმოადგენს კომპოზიციას, რომელზეც გამოსახულია ომში დაღუპული გმირების სილუეტები- მარადიული სულები. ძეგლზე წარმოდგენილი იქნება სამეგრელოს რეგიონში დაღუპული მეომრების ფიგურები, რომელთაც ხელში უჭირავთ ქართული ეროვნული დროშა, როგორც ქვეყნის ძლიერებისა და თავისუფლების სიმბოლო.

alt

სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან ორი თვეა, ტენდერში წინადადბების მიღება კი ორი თებერვლიდან 5 თებერვლამდე გაგრძელდება.

ამავე თემაზე:

სკეიტ პარკში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი დაიდგმება
Print