ახალი ამბები
ლუკა ჩხეტიას ოჯახი სახალხო დამცველს საქმეში ჩართვას სთხოვს
უკრაინაში მებრძოლი ქართველის სამხედროს ლუკა ჩხეტიას ოჯახი მის საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვს და არასამთავრობოებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. დაკავებულის დამ მარინა ჩხეტიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ მისი ძმა პენიტენციური სისტემის სამკურნალო განყოფილებაში, დაახლოებით, ერთი კვირის წინ მოათავსეს.

„ვფიქრობთ, რომ მან ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურ წნეხს, რომელიც მასზე ხორციელდება. როგორც ვიცით, არ ეძინა, არ ჭამდა, არ სვამდა. ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ადვოკატი გვეუბნება, დაახლოებით, ათი დღის წინ გაურთულდა. იცის, რომ უსამართლოდ ზის ციხეში და მძიმედ განიცდის ამას. ჩვენ მხოლოდ ადვოკატისგან ვიგებთ მის ამბებს, კონტაქტის უფლება არ გვაქვს“, - გვითხრა ჩხეტიამ.

მისივე ინფორმაციით, ოჯახი 31 იანვარს თბილისში, მთავარი პროკურტურის წინ ლუკა ჩხეტიას გათავისუფლებას მოითხოვს.

ლუკა ჩხეტია თბილისში, უკრაინის 5 მოქალაქესთან ერთად გასული წლის დეკემბერში დააკავეს. გამოძიება მას ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება. საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ჩხეტიას ოჯახი კი უდანაშაულობაში დარწმუნებულია და მის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.

ამავე თემაზე:

ლუკა ჩხეტიას და: სასამართლოს გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ
Print