ახალი ამბები
კომპანია:რამდენიმე სოფელში ტრანსპორტირებას ხვალიდან უზრუნველვყოფთ
შპს „საქ-ავტოტრანსი 2014”- ის დირექტორის აბესალომ ჩუხუას ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის სკოლაში მოსწავლეების ტრანსპორტირება ვერ განხორციელდა, რადგან მძღოლებთან შეთანხმება ვერ შედგა. ჩუხუამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ სოფლების ნაწილში უკვე გაგზავნილია ახალი მძღოლები და მანქანები.

„ჩხორიაში, ზედაეწერში, ორულუში, ტყაიაში, რიყესა და კორცხელში ხვალ დილიდან მოემსახურება ტრანსპორტი მოსწავლეებს. უმრავლესობაში ძველი მძღოლები დარჩნენ, ნაწილში ახალი მანქანებია და ხვალიდან უკვე სრულად იქნება შესაძლებელი მომსახურება“, - გვითხრა ჩუხუამ.

მისივე თქმით, გუშინ ზუგდიდის ვიცე-მერთან ერთად მძღოლებსაც შეხვდნენ.

ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუკი ორშაბათამდე პრობლემა ვერ მოგვარდებოდა, შესაძლო იყო, მერიას კომპანიასთან ხელშეკრულება გაეწყვიტა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერია სკოლებში ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტაზე ფიქრობს (ვიდეო)
Print