ახალი ამბები
მერიამ სკოლებში ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელ კომპანიასთან დაკავშირებით შესყიდვების სააგენტოს მიმართა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „საქავტოტრანსი 2014“-სთან დაკავშირებით შესყიდვების სააგენტოს წერილი გაუგზავნა. მერიის პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ შესყიდვების სააგენტო, რომელმაც სკოლებში ტრანსპორტირებაზე ტენდერი გამოაცხადა, საკითხს შეისწავლის და გადაწყვეტილებასაც შესაბამისად მიიღებს.

შპს „საქ-ავტოტრანსი 2014”- ის დირექტორის აბესალომ ჩუხუას ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის სკოლაში მოსწავლეების ტრანსპორტირება ვერ განხორციელდა, რადგან მძღოლებთან შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა ხვალიდან ყველა სოფელში პრობლემა მოიხსნება.

ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუკი ორშაბათამდე პრობლემა ვერ მოგვარდებოდა, შესაძლოა, მერიას, კომპანიასთან ხელშეკრულება გაეწყვიტა.

ამავე თემაზე:

კომპანია: რამდენიმე სოფელში ტრანსპორტირებას ხვალიდან უზრუნველვყოფთ



Print