ახალი ამბები
ალექსანდრე ჩიკვაიძეს თანამდებობაზე რევაზ ქობალია შეცვლის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. როგორც უწყების პრესსამსახურში რადიო „ათინათს“ უთხრეს, სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელი ალექსანდრე ჩიკვაიძე რევაზ ქობალიამ შეცვალა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელმა ვახტანგ ყოლბაიამ ახალი უფროსი ზუგდიდში თანამშრომლებს უკვე წარუდგინა.

პრესსამსახურში ასევე გვითხრეს, რომ ჩიკვაიძე უწყებაში რჩება. უწყებაში საკადრო ცვლილებების მიზეზებზე არ საუბრობენ.
Print