ახალი ამბები
გუკა ბაძაღუა სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს
გუკა ბაძაღუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გირაოთი შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ პროცესზე მყოფმა სანდრო სორდიამ უთხრა.

„პატიმრობა გირაოთი შეეცვალა საქმეზე საბოლოო ჭეშმარიტების დადგენამდე. სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ჩათვალა, რომ გუკას პატიმრობაში ყოფნა უსამართლოა და არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზნებს“, - გვითხრა სორდიამ.

ბაძაღუას გირაოს ოთხი ათასი ლარის გადახდა მოუწევს.

გუკა ბაძაღუას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა ოქტომბერში შეეფარდა. აღნიშნულ საქმეზე ზუგდიდში აქტივისტებმა დაინტერესება გიორგი გახარაიასაც სთხოვეს. მათი მტკიცებით, ბაძაღუა უდანაშაულოა და მის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ზუგდიდელ სტუდენტს გამოძიება მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვას ედავება.

ამავე თემაზე:

გუკა ბაძაღუას მხარდამჭერებმა კანცელარიასთან „საკანი“ აიღეს
Print