ახალი ამბები
ოკუპირებული გალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში დაჭრილი მამაკაცი შეიყვანეს
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ოკუპირებულ გალში დაჭრილი მამაკაცია მოთავსებული. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პაციენტი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ორჟონიამ რადიო "ათინათს" უთხრა, მამაკაცს მარცხენა ბარძაყის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
Print