ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტროსა და  „ნენსკრა ჰიდროს“  შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა სუნიანგ კიმმა თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ნენსკრა ჰესის პროექტის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ეს პროექტის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი იქნება“, - აღნიშნა ჰაკსუ ლიმ.

ამავე ცნობით, კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water (“ქეი უოთერი“) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიაა, რომელიც 1967 წელს დაარსდა. მას 24 ქვეყანაში მაღალი სირთულის 67 პროექტი აქვს განხორციელებული. ამჟამად K-water მრავალი დანიშნულების მქონე 16 კაშხალს მართავს.

Print