ახალი ამბები
ფოთში ოკუპაციის კვირეული გაიმართება
ფოთის მერიის ორგანიზებით 25-დან 28 თებერვლის ჩათვლით ფოთში ოკუპაციის კვირეული ჩატარდება. შესაბამისი ტენდერი მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა. ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 2 500 ლარი დაიხარჯება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, კოლხური კულტურის მუზეუმში გამოფენა - ,,საქართველოს ეროვნული გმირები“ გაიმართება, ასევე, ჩატარდება კონკურსი-ვიქტორინა ,,ისტორიის კვალდაკვალ“, იუნკერთა ხსოვნას მიეძღვნება ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია.

გარდა ამისა, დამზადდება ,,საქართველოს ეროვნული გმირების’’ სურათები მოკლე ანოტაციით და 1918 წლის სამფეროვანი დროშა.


Print