ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოში მოთავსებული დაჭრილი მამაკაცი ქუთაისში გადაიყვანეს
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აფხაზეთიდან წუხელ შემოყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახის წევრების მოთხოვნით ქუთაისში გადაიყვანეს. როგორც რადიო „ათინათს“  ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო.

მამაკაცს მარცხენა ბარძაყის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

ამავე თემაზე:

ოკუპირებული გალიდან ზუგდიდის საავადმყოფოში დაჭრილი მამაკაცი შეიყვანეს
Print