ახალი ამბები
თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით ფრენები იგეგმება
„სერვის ეარ ჰოლდინგის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ამირან მანჯავიძის ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით ფრენების შესრულება 2020 წლიდან იგეგმება. ამის შესახებ „Business Time“ წერს.

ნატახტარში მოქმედი კომპანია „სერვის ეარ ჰოლდინგის“ დირექტორის თქმით, 2019 წელს ზუგდიდის მიმართულებით რეისების შესრულება ვერ მოესწრება.

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასა და ჩვენ კომპანიას შორის. თბილისი-ზუგდიდის რეისების შესრულება 2020 წლიდან იგეგმება, ვინაიდან ზუგდიდში ფრენებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ადგილობრივი აეროდრომი საჭიროებს რეაბილიტაციას, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრომ მისი რეაბილიტაცია უნდა განახორციელოს. თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით არამხოლოდ ზაფხულის სეზონზე, არამედ მთელი წლის განმავლობაში მოთხოვნა ძალიან დიდია. აღნიშნულ მიმართულებაზე მოთხოვნა სამეგრელოში, კერძოდ კი, ანაკლიის პორტის მშენებლობამ განაპირობა. მოგეხსენებათ, რომ პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, საკმაოდ საქმიანი ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა, აქედან გამომდინარე ჩვენთან მომართვიანობამაც იმატა“, - განმარტავს ამირან მანჯავიძე.

წყარო: Business Time
Print