ახალი ამბები
ზუგდიდში ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს აშენება იგეგმება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, დეველოპერულმა კომპანია „m²“-მა ადგილობრივ არქიტექტორებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ზუგდიდის ცენტრში ბრენდული სასტუმროს მშენებლობის პროექტი გააცნო. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოთხვარსკვლავიანი, 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, დღევანდელი ყინულის სასახლის ტერიტორიაზე იგეგმება. ინფორმაციას გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, წარმოდგენილი პროექტი არქიტექტორებმა მოიწონეს და აღნიშნეს, რომ ყინულის სასახლე ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მისი გადატანა კარგი გადაწყვეტილებაა.

ყინულის სასახლის გადატანა ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიაზე იგეგმება, სადაც სპორტული კომპლექსის და ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობაა გადაწყვეტილი. ყინულის სასახლის გადატანა და მონტაჟი სასტუმროს მშენებელმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს.

ამავე თემაზე:

ბათლომე შელია ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიის შესაძლო გასხვისების წინააღმდეგია


Print