ახალი ამბები
მერია: ყინულის სახლი სკეიტ პარკის ტერიტორიაზე მალე გაიხსნება
ზუგდიდის მერიიის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეაბილიტირებული ყინულის სახლი სკეიტ პარკში გაიხსნება, როგორც ამ დრომდე დაგეგმილი იყო. მერიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ყინულის სახლის გახსნა უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი. რაც შეეხება ობიექტის ყოფილი კომკავშირის პარკში გადატანას, მერიაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სკეიტ-პარკის ტერიტორიიდან ყინულის სასახლის გადატანა ე.წ. კომკავშირის პარკში იგეგმება, სადაც სპორტული კომპლექსის და ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობაა გადაწყვეტილი. ამავე ცნობით, ყინულის სასახლის გადატანის და მონტაჟის სამუშაოებს იმ სასტუმროს მშენებელი კომპანია განახორციელებს, რომელიც ყინულის სახლის ტერიტორიაზე გეგმავს ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებას.

ზუგდიდის მერიის ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის“ დირექტორმა გოჩა ჩიქოვანმა იანვრის დასაწყისში გვითხრა, რომ ყინულის სახლიუახლოეს დღეებში გაიხსნებოდა. მან ასევე განგვიმარტა, რომ სამუშაოების ჩატარების პროცედურები მიმდინარეობდა და მერია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის სკეიტ პარკიდან ყინულის სასახლის გადატანა იგეგმება
Print