ახალი ამბები
ფოთში მოზარდის სამძებრო სამუშაოებისთვის საგანგებო შტაბი შეიქმნა
ფოთში, მდინარე რიონში გადავარდნილი მოზარდის სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ წყლის დონე დაწეულია, სამუშაოებში კი 30-მდე მაშველი, მყვინთავი და სასაზღვრო პოლიციის სპეცქტექნიკაა ჩართული.

გარდა ამისა, სამძებრო სამუშაოებისთვის საგანგებო შტაბი შეიქმნა.

ფოთის ცენტრში ხიდიდან მოზარდი გუშინ გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ის 16 წლის ბიჭია და ფოთში ცხოვრობს.

ამავე თემაზე:

ფოთში მდინარე რიონში 16 წლის მოზარდი გადავარდა
Print