ახალი ამბები
NDI: გამოკითხულთა 71%-მა მათი მაჟორიტარის ვინაობა არ იცის
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 71 პროცენტმა არ იცის, ვინ არის პარლამენტში მათი მაჟორიტარი დეპუტატი. ამათგან, რესპონდენტების 9%-მა კითხვაზე არასწორი პასუხი გასცა, 28%-მა კი მათი მაჟორიტარის ვინაობა იცის.

NDI-მ კვლევის საველე სამუშაოები 2018 წლის 6-20 დეკემბერს ჩაატარა.




Print