ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილი: მესტიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დავგეგმეთ
მესტიაში, ლაღამის უბანსა და უშგულის ოთხ თემში კოშკების რეაბილიტაციაა დაგეგმული. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019“-ზე პრეზენტაციის დროს ისაუბრა. მისი თქმით, ლაღამის უბანში კოშკები აღდგენას საჭიროებს და ყველა სარეაბილიტაციო პროექტი მხარდაჭრილი იქნება.

„მესტიაში, ლაღამის უბანი არის ახალი დასახლება, სადაც არის კოშკები და რომელთაგან ბევრი აღდგენას, რეაბილიტაციას და რესტავრაციას საჭიროებს. პროექტები იქნება ხმარდაჭრილი საგრანტო სქემებით, რომ ადგილობრივებს პირველ რიგში, ადგილობრივებს, შესაძლებლობა ჰქონდეთ, გახსნან საოჯახო სასტუმროები და საოჯახო ბიზნესი განავითარონ. ასევე ვიტყვი უშგულთან დაკავშირებით. უშგულის ოთხი თემის, დასახლების გენერალური გეგმა მზადდება, რომელიც დასრულების ფაზაშია და ასევე უშგულის დასახლების ტერიტორიაზეც გვინდა კოშკების აღდგენა, არსებული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა,რადგან იქაც ამ ეტაპზე მოწესრიგებული არ გვაქვს წყალი, საკანალიზაციო სისტემა, ინტერნეტი და დენი. ანუ ეს არის ის აუცილებელი, რაც ბიზნესსაც და იქ მცხოვრებ ადამიანებსაც სჭირდებათ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
Print