ახალი ამბები
სუს-ი ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავებას ადასტურებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო „ათინათს“ ოკუპირებულ გალში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების ფაქტი დაუდასტურეს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გალის რაიონში ადმინისტრაციული საზღვრის "უკანონო" გადაკვეთისთვის საქართველოს ორი მოქალაქე - 1979 წელს დაბადებული მამუკა კუკავა და 1986 წელს დაბადებული გოჩა გულორდავა დააკავეს.

ამავე თემაზე: გალში ე.წ საზღვრის გადაკვეთისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს 
Print
თეგები: სუს / დაკავება / გალი /