რეგიონი
გარემოვაჭრეები საკრებულოს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციასთან ელოდებიან
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ გარემოვაჭრეები არიან შეკრებილები. ისინი საკრებულოს გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელმაც გარევაჭრობის წესი უნდა დაარეგულიროს. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათთვის შეთავაზებული ფართი მისაღები არ არის და ვაჭრობის იმ ადგილზე გაგრძელების უფლებას ითხოვენ, სადაც ახლა მუშაობენ.

"ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ, თუ მისაღები ადგილი გვითხრეს, დავთანხმდებით, თუ არადა, არ დავთმობთ",- გვითხრეს მათ.
alt
ამ წუთებში ზუგდიდის საკრებულოში სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრა მიმდინარეობს.
Print