ახალი ამბები
ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, რომელიც 2017 წელს ზუგდიდის მერის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილობდა, მერის არჩევნებში ისევ ჩაერთვება, თუმცა ამჯერად დამოუკიდებელი ხანდიდატი არ იქნება. ამის შესახებ მან „პირველ არხს“ განუცხადა.

სიჭინავას სიტყვებით, ის ნებისმიერი პარტიისგან მიიღებს შეთავაზებას მხარდაჭერის შესახებ და ამ მიზნით, პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს გამართავს.

„მერი ჩემთვის არის მენეჯერი და არა პოლიტიკოსი, რადგან მერს უნდა აწუხებდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სტადიონი, გაზი, გზა, წყალი და ასე შემდეგ. მე მზად ვარ ნებისმიერი შემოთავაზებისთვის. 2017 წელს ვიყარე კენჭი როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თუმცა დღეს საქართველო არ არის მზად დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. უნდა გყავდეს მხარდამჭერი პარტია და მზად ვარ, განვიხილო ყველა ვარიანტი, ოღონდ იმ ხალხთან, რომლებიც ზუგდიდს განიხილავენ არა როგორც პოლიტიკურ მოედანს, არამედ ზრუნავენ ქალაქზე და ფიქრობენ მის განვითარებაზე”,-განუცხადა პირველ არხს ზვიად სიჭინავამ.

მისივე თქმით, პირობითად, მისი წინასაარჩევნო სლოგანი იქნება „გავხადოთ ზუგდიდი საქართველოში ნომერ პირველი ქალაქი”.

ამასთან, პირველი არხის ჟურნალისტთან სიჭინავამ განმარტა, რომ ქალაქის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება.

„არ შეიძლება 47 მილიონი ლარის დაფინანსების მქონე ქალაქში 22-23 მილიონი იყოს სახელფასო ფონდი. მე ბიზნესმენი კაცი ვარ და ვიცი, ბიზნესი წარმატებულია, როცა სახელფასო ფონდი შეადგენს 8-12%-ს. როცა გადაჭარბებაა 18%-ზე ზემოთ, ეს უკვე არის ჭაობი”,- ამბობს სიჭინავა.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. მოგვიანებით ის პირველ მოადგილესთან ერთად დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები კი მაისში გაიმართება.

წყარო: პირველი არხი


Print Email
FaceBook Twitter
გადაცემა მომზადებულია სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი "მნათობის" პროექტის "ერთად დავძლიოთ ძალადობა" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოში ქალთა ფონდის მიერ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მეთხილე ფერმერების სასარგებლოდ ახალი ინიციატივით გამოდის.
ჩვენი ტუჩები, ისევე როგორც თითები, ანაბეჭდების ფორმით, უნიკალურია და მსოფლიოში მას ანალოგი არ აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ტუჩებს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება ჭირდება.
საზოგადოება
რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 ნოემბერს, 08:00-დან 18:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობს და ადგილზე ჩასვლას
დღის სიახლეები
14 / ნოემბერი 2019
საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდება ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან გააპროტესტეს.
14 / ნოემბერი 2019
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
14 / ნოემბერი 2019
ზუგდიდში, ბულვარის მიმდებარედ ბრიტანეთის საელჩოს საქმიანობის შესახებ გამოფენა მოეწყო. გარდა ამისა, ახალგაზრდებისთვის ინტელექტუალური თამაშები გაიმართა, გამარჯვებულები კი სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.