ახალი ამბები
ოკუპირებული აფხაზეთიდან ოცდღიანი ლოდინის შემდეგ რამდენიმე სტუდენტი დღეს გადმოვიდა
სტუდენტები, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობენ, ოცდღიანი ლოდინის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთიდან დღეს ზუგდიდში გადმოვიდნენ. რადიო "ათინათს" ერთ-ერთმა მათგანმა უთხრა, რომ  საზღვარზე გადასვლის ნებართვის თხოვნით მათ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს არაერთხელ მიმართეს. დახმარებას ასევე სთხოვდნენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა აპარატსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს.  მისივე ინფორმაციით, სტუდენტები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სწორედ ქართული მხარის დახმარებით გადმოვიდნენ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით, დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა. ენგურის ხიდზე გადმოსვლას ამ დროისთვის მხოლოდ ენერგეტიკოსები და ის ადამიანები ახერხებენ, ვისაც ექიმის ცნობა აქვს. გარდა ამისა, რამდენიმე რესპოდენტმა გვითხრა, რომ ე.წ. საზღვარზე გარკვეული თანხის სანაცვლოდაც გადმოდიან. 

ამავე თემაზე:

ოკუპირებულ გალში ენგურის ხიდზე გადმოსვლის მსურველ სტუდენტებს გამოკითხვებს უტარებენ
Print