ახალი ამბები
ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულ გიორგი ფარცვანიას 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა
ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული რვა პირიდან შვიდს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო ერთს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს სხდომა, ბრალდების მხარის შუამდგომლობით, ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულ ზუგდიდელ გიორგი ფარცვანიას 5000 ლარი გირაოს გადახდა დაეკისრა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მისმა ახლობელმა რომეო ფარულავამ უთხრა. ფარულავა მიიჩნევს, რომ ფარცვანიას დაკავება მიზანმიმართულად მოხდა.

„სასამართლო სხდომა ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით დახურეს. არ იყო ამის საჭიროება, რადგან საქმის არსებითი განხილვა არ მიმდინარეობდა. რაც შეეხება გიორგი ფარცვანიას დაკავებას. ჩემი აზრით ეს ვიდეოები, სპეციალურად, იმ ვეტერანებს გაუგზავნეს, რომლებსაც უკრაინასთან ჰქონდათ კავშირი. მე როგორც ვიცი, გიორგიც იბრძოდა უკრაინაში რუსეთის წინაღმდეგ. სწორედ ლუკა ჩხეტიას მხარდამჭერი აქციიდან ვბრუნდებოდი, ეს სპეცოპერაცია, რომ ჩაატარეს. არ ვიცი გირაოს თანხა როგორ უნდა გადაიხადოს ოჯახმა“, - თქვა დაკავებულის ახლობელმა რომეო ფარულავამ.

ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე  17 პირია დაკავებულია. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს.

ამავე თემაზე: 

  პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელებისთვის დაკავებულთაგან ერთ-ერთი, სავარუდოდ, ზუგდიდელია
Print