ახალი ამბები
კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ხელშეწყობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ორგანიზებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მულტისექტორული საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართა. ორგანიზატორების თქმით, შეხვედრის მიზანი  კანონთან კონფლიქტში პირების რესოციალიზაციის ხელშეწყობა და ადგილობრივ მედიაში ინფორმაციის გავრცელების გზით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

„დღევანდელი შეხვედრა გულისხმობდა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საკითხებზე ცნობადობის ამაღლებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი საზოგადოებაში სრულყოფილ წევრებად დაბრუნებას. ასევე ვიმსჯელეთ იმ პრობლემების გადაწყვეტის გზებზე, რომელიც პრობაციონერების და ყოფილი მსჯავრდადებულების წინაშე დგას. მათი მთავრი პრობლემა დღეს დასაქმება და შესაბამისი განათლების მიღებაა“, -აღნიშნა სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.

ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყოფილი მსჯავრდებულები და პრობაციონერები დაესწრნენ.

შეხვედრაზე გაწეული სამუშაოების შესახებ  პრეზენტაციაც წარადგინეს.

აღნიშნული შეხვედრა პროექტის  „უკეთესი მომავალი იწყება დღეს“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც "სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი" სამოქალაქო განვითარების სააგენტოს „სიდა“-ს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

Print