ახალი ამბები
რუსლან კილასონიამ თანამდებობა დატოვა
ზუგდიდის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის უფროსმა რუსლან კილასონიამ თანამდებობა დატოვა. როგორც მან რადიო „ათინათს“ უთხრა, პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

„რამდენი წელია უკვე ხელმძღვანელის პოზიციაზე ვარ. მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი მაქვს. სიმართლე გითხრათ არ მინდა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ყოფნა, ძალიან შრომატევადია და დიდ ენერგიას მოითხოვს. უკვე ასაკშიც ვარ. მგონი ვრჩები ამავე სამსახურში, თუმცა უფრო დაბალ თანამდებობაზე“, - თქვა კილასონიამ.

ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ კილასონიას სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ იმსჯელებენ.

Print