ახალი ამბები
ნოსირში გამთენიისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირში, არსებული ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის სამგზავრო მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაშავდა.
ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაანაწილეს, მათ შორის, 6 ადამიანი შეიყვანეს სენაკის „არქიმედეს“ საავადმყოფოში. კლინიკურმა მენეჯერმა მარეხი ადანაიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ შემოყვანილი 6 პაციენტიდან ორს პირველადი დახმარება გაეწია, რის შემდეგაც ისინი ოჯახის წევრებმა წაიყვანეს.

„რაც შეეხება 4 დაშავებულს, რომელთაგან ერთი 10 წლის ბავშვია, ისინი კატასტროფის სამსახურმა ქუთაისში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო“, - გვითხრა ადანაიამ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.


Print