ახალი ამბები
გუბერნატორის პრესსამსახურს პაატა ლაგვილავა უხელმძღვანელებს
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ხელმძღვანელად  პაატა ლაგვილავა დაინიშნა. როგორც მან რადიო "ათინათს" უთხრა, მისი დანიშვნის შესახებ ხელშეკრულებას რამდენიმე დღის წინ მოეწერა ხელი.

მან აღნიშნულ თანამდებობაზე ლიკა ქვარცხავა შეცვალა.

პრესსამსახურის ყოფილმა უფროსმა ლიკა ქვარცხავამ კი რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ პოსტი განცხადების საფუძველზე დატოვა.

რუხის ყოფილი გამგებელი ლიკა ქვარცხავა აღნიშნულ პოსტზე 2018 წლის სექტემბერში მას შემდეგ დაინიშნა, რაც მხარის რწმუნებული ლევან შონია ალექსანდრე მოწერელიამ შეცვალა და ყოფილი პრესსამსახურის გუნდის წევრებმა, მათ შორის ხელმძღვანელმა პაატა ლაგვილავამ პოსტები დატოვეს.

ამავე თემაზე:

გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა



Print