რეგიონი
ზუგდიდში თენგო ქობალიას მხარდასაჭერ აქციაზე ხმაურია (ვიდეო)
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული წარმომადგენლობასთან ხმაურია. თენგო ქობალიას ოჯახის წევრები და ახლობლები სუს-ის შენობაში შესვლას და რეგიონული სამსახურის უფროსთან შეხვედრას ითხოვენ.
მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
alt
ადგილზე თენგო ქობალიას დაახლოებით 200-მდე მხარდამჭერი არის შეკრებილი. მათ ბულვარის მიმდებარედ ცენტრალური გზის გადაკეტვაც ცადეს.
alt
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალია პატიმრობაში რჩება.

ქობალია, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. ქობალიას წინასწარი პატიმრობა 25 დეკემბერს შეეფარდა.

ამავე თემაზე:

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თენგიზ ქობალია წინასწარ პატიმრობაში რჩება

Print