რეგიონი
თემურ ნადარაია: ენგურის ხიდი დროებით გავხსენით
5 თებერვალს ადმინისტრაციული საზღვარი დროებით გაიხსნა. ამის შესახებ „ნუჟნაია გაზეტას“ გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განუცხადა. მისი თქმით, კარანტინი ენგურის ხიდზე ჯერაც ნარჩუნდება და იქ ექიმები ისევ აგრძელებენ მორიგეობას.

«ექიმები დავტოვეთ, ვინც აფხაზეთში შემოდის, მათ სიცხეს გაუზომავენ, გასინჯავენ. გავხსენით 4-5 დღით და შემდეგ დავაკვირდებით. საქართველოდან გრიპის რაიმე ტალღა თუ წამოვიდა, საზღვარს ისევ გადავკეტავთ“, - უთხრა გამოცემას ნადარაიამ.

ამავე თემაზე:


გალის მცხოვრებლები: ენგურის ხიდზე მხოლოდ ბინადრობის უფლებით ან ფორმა 9-ით გვიშვებენ (ვიდეო)

ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა



Print