ახალი ამბები
ზუგდიდის მერია გაზეთის ოთხი ნომრის გამოსაცემად 17 ათას ლარს დახარჯავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე სიახლეების განსათავსებლად გაზეთის გამოცემისთვის 17 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გაზეთი „ახალი ზუგდიდი“ უნდა გამოიცეს კვარტალში ერთხელ და უნდა იყოს რვა გვერდიანი. შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გაზეთში უნდა განთავსდეს შემდეგი რუბრიკები: ქრონიკა, ნომრის სტუმარი (ინტერვიუ), მუნიციპალური სერვისები, ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, სოციალური თემა, ჯანდაცვა, სპორტი, ტურიზმი, ანგარიში ხალხს და სხვ; გაზეთში ინფორმაცია მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე უნდა მომზადდეს.

სამ თვეში ერთხელ გაზეთი 10 ათასიანი ტირაჟით უნდა გამოიცეს.

Print