ახალი ამბები
მინისტრი: მასწავლებლების ანაზღაურება გაიზრდება
განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ინფორმაციით, სექტემბრიდან პედაგოგების ხელფასები გაიზრდება. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. „მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურება გაიზრდება. როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია - სკოლების გაძლიერება - ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა, სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე“, - განაცხადა ბატიაშვილმა.
Print