ახალი ამბები
აბაშაში 50 წლამდე მამაკაცს თვეზე მეტია ეძებენ
აბაშის მკვიდრი 50 წლის მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, სანადიროდ იყო წასული რვა იანვარს დაიკარგა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "ათინათს" შს სამინისტროში დაუდასტურეს. ამავე ცნობით, უწყებაში მამაკაცის დაკარგვის შესახებ ცნობა იმავე დღეს შევიდა. სამძებრო ღონისძიებებში, რომელიც ამ დრომდე გრძელდება, კრიმინალურ და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად  ჩართულები არიან  როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ასევე, საგანგებო სიტუაციის სამსახურის თანამშრომლები.

სამართალდამცველები საძიებო მოქმედებებს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ.
Print