ახალი ამბები
მინისტრი კერზაიას საქმეზე: ჩვენი ვალდებულებაა არა პიროვნების, არამედ ფაქტის გადამოწმება
განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაზე ერთპიროვნულად იღებს პასუხისმგებლობას. მისივე თქმით, ის ამ პასუხიმგებლობაზე თავის არიდებას არ აპირებს.

რაც შეეხება კითხვას ანონიმური წერილის ავტორის ლავრენტი ქირიას ნამდვილად არსებობის შესახებ, ბატიაშვილმა განმარტა, რომ სამინისტროს არ გადაუმოწმებია, რეალურად არსებობდა თუ არა ეს პიროვნება.

„წერილი შემოდის და აწერია სახელი და გვარი, ჩვენი ფუნქცია და ვალდებულებაა ფაქტის გადამოწმება, მასზე რეაგირება და არა წერილის ავტორის ვინაობის დადგენა. ჩვენი მოვალეობა არ არის პერსონის არსებობის გადამოწმება“, - აღნიშნა მინისტრმა.

ამავე თემაზე:

ია კერზაიას საქმეზე პარლამენტში დღეს მინისტრს მოუსმენენ 
Print