ახალი ამბები
ფახულანში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ხანძრის შედეგად ოჯახის ერთი წევრი, 90 წელს გადაცილებული მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა დღეს დილით გამთენიისას მოხდა. რადიო "ათინათს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა მურღულიამ უთხრა, რომ ადგილზე მისულ მეხანძრეებს სახლი უკვე დამწვარი, მამაკაცი კი გარდაცვლილი დახვდათ.

ხანძრის შედეგად ხის სახლი მთლიანად დაიწვა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
Print