ახალი ამბები
მინისტრი: ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით, ვცდილობთ დახმარება გავუწიოთ ფერმერებს გალის მუნიციპალიტეტში
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, თხილის მავნებლებთან ბრძოლის კუთხით აფხაზეთში ფერმერებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ეხმარებიან. ამის შესახებ მან ზუგდიდში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრო მზადაა ამ კუთხით დაგროვილი გამოცდილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ მეწარმეებს გაუზიაროს.

„სამწუხაროდ ჩვენ გვაქს ძალიან შეზღუდული შესაძლებლობები აფხაზეთთან ღონისძიებების გატარების კუთხით, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ. მათ შორის  უცხოური ორგანიზაციების მეშვეობით გავუწიოთ დახმარება ფერმერებს, უკვე გალის მუნიციპალიტეტში. მათ შორის კონულტაციების კუთხით ჩვენ ღია ვართ, რომ გავუზიაროთ გამოცდილება ფერმერებს. რადგან საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით ჩამოყალიბდა მნიშვნელოვანი გამოცდილება“, - განაცხდა მინისტრმა.

ზუგდიდში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA-ის) მე-3 კონფერენცია გაიმართა, სადაც თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

ამავე თემაზე:
ალექსანდრე მოწერელია: თხილის გადარჩენა შესაძლებელია თუ ფერმერები აგროწესებს დაიცავენ
Print