ახალი ამბები
ზუგდიდის მერია 15 ავტობუსის შესყიდვას აპირებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 15 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 3`419`544.00 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მერია შეისყიდის, უნდა იყოს ახალი, ერთი მარკის და კონდიცირება-ვენტილაციის სისტემით აღჭურვილი. გამოშვების წელი არანაკლებ 2018 და თითოეული ავტობუსის მიერ გავლილი მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 6000 კმ-ს.

ასევე სატენდერო პირობაა, რომ ტრანსპორტი  შშმ პირთათვის იყოს ადაპტირებული.

მერიაში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ ავტობუსების ქალაქსა და სოფლებში გადანაწილების საკითხზე მუშაობენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერია ავტობუსების შესაძენად 3,5 მილიონ ლარს ისესხებს
Print