რეგიონი
სუს-ი: განმუხურის მკვიდრი დაკვებული პირების გათავისუფლებაზე მუშაობა მიმდინარეობს
დღეს სოფელ განმუხურის ორი მკვიდრი ზ.მ და ე.გ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცები იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი დაკარგულ ცხენს ეძებდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო "ათინათს" ინფორმაცია დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ მიმდინარეობს დაკავებული პირების გათავისუფლების  საკითხზე მუშაობა. ამავე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
Print