რეგიონი
დაკავებული განმუხურელი მამაკაცების ოჯახის წევრები მათ გათავისუფლებას ითხოვენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მცხოვრები ემირ გოგოხია და ზემირ მიქავა ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, ისინი სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს იმყოფებოდნენ, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადასულან.

"ცხენების გადმოსაყვანად იყვნენ წასული. მესაზღვრეები აქეთ გადმოვიდნენ და დააკავეს ისინი. ვითხოვ, ჩემი მეუღლე გამოუშვან ავადმყოფი კაცია და არ მინდა იქ მოკვდეს", - ამბობს ერთ - ერთი დაკავებულის მეუღლე.

უსაფრთხოების სამსახურში რადიო "ათინათს" დაუდასტურეს ინფორმაცია განმუხურის მკვიდრი მამაკაცების საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ დაკავების შესახებ.  უწყებაში გვითხრეს, რომ დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხზე უკვე დაიწყო მუშაობა. ამავე ცნობით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ამავე თემაზე:

სუს-ი: განმუხურის მკვიდრი დაკვებული პირების გათავისუფლებაზე მუშაობა მიმდინარეობს
Print