ახალი ამბები
გუბერნატორი განმუხურიდან გატაცებული პირების ოჯახებს შეხვდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულების ოჯახში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მივიდა.

ალექსანდრე მოწერელიამ მათ უთხრა, რომ დაკავებულების დროულად გათავისუფლების საკითხის მოსაგვარებლად შესაბამისი უწყებები მუშაობენ.

"მე როგორც მაქვს ინფორმაცია,დაკავებულები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, თუმცა რუსული მხარე ამბობს, რომ ისინი მავთულხლართებს იქით 40 მეტრში იყვნენ. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს პრობლემა დროულად მოგვარდეს", - თქვა მან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში მცხოვრები ემირ გოგოხია და ზემირ მიქავა ე.წ საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.

მათი ოჯახის წევრები ამბობენ,  რომ ისინი აფხაზეთის ე.წ საზღვართან ახლოს იმყოფებოდნენ, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადასულან.

ამავე თემაზე:

დაკავებული განმუხურელი მამაკაცების ოჯახის წევრები მათ გათავისუფლებას ითხოვენ 

სუს-ი: განმუხურის მკვიდრი დაკვებული პირების გათავისუფლებაზე მუშაობა მიმდინარეობს

Print