იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასამართლო სისტემაში კიდევ 8 მოსამართლე უვადოდ განმწესდა. კენჭისყრის პროცედურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაიმართა.
რვა მოსამართლეს შორის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, უვადოდ, 12 ხმით, 2-ის წინააღმდეგ ნატრული აკობია დაინიშნა.
კენჭისყრა გაიარეს იმ მოსამართლეებმა, რომლებსაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იმყოფებოდნენ თანამდებობაზე.
უვადოდ გამწესდნენ, შემდეგი მოსამართლეები;
ეკა არეშიძე - 14 ხმით თბილისის საქალაქოს სასამართლოში;
გია ბერაია - ახალციხის რაიონულ სასამართლოში, 12 ხმით 2-ის წინააღმდეგ;
ლერი თედორაძე- 13 ხმა ერთის წინააღმდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში;
ინდირა მაშანეიშვილი- 12 ხმა 2- ის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში;
სალიხ შაინიძემ -12 ხმა 2-ის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში;
ნატო ხუჯაძემ მიიღო - 12 ხმა 2-ის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში;
მერაბ ჯორბენაძე- 13 ხმა 1-ის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში;
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ განწესების თხოვნით, 48 მოსამართლემ მიმართა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩამოთვლილი რვა მოსამართლის გარდა, სხვებს უფლებამოსილება 2020 წელს ეწურებათ, საბჭო მათთან გასაუბრებას და შესაბამისად, კენჭისყრას მოგვიანებით ჩანიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები