ახალი ამბები
დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა ზუგდიდში (ვიდეო)
ასოციაცია „ათინათის“ სააქტო დარბაზში რეგიონში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ზუგდიდის საკრებულოს წევრებს ის პროექტები გააცნეს, რომელსაც მუნიციპელიტეში ახორციელებენ. ყულიშკარის მაჟორიტარი დეპუტატის ზაზა პროკოპენკოს თქმით, ის აქ მიღებულ ინფორმაციას თავისი სოფლის მოსახლეობას გააცნობს.
alt
„ბევრი მათგანის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მქონდა, თუმცა ბევრი სიახლეც მოვისმინეთ. საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების საკონტაქტოებიც მიმაქვს. ამ პროექტების შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდი ჩემი სოფლის მცხოვრებლებს. სასურველია კიდევ ჩატარდეს მსგავსი ტიპის შეხვედრები“, - თქვა პროკოპენკომ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დეპუტატებს თანამშრომლობისკენ მოუწოდეს და მათი პროექტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება სთხოვეს.

შეხვედრა პროექტის „მოქალაქეთა ძალისხმევა საერთო კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ასოციაცია „ათინათის“ მიერ, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ეროვნული შემოწირულობა დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
Print