რეგიონი
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შიდა ბილიკების მოწყობა დაიწყო
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე ადმინისტრაციული შენობის, შიდა ბილიკების და სარწყავი სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.

ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, მინისტრის მოადგილეს, შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს პროექტის მიმდინარეობა და შესასრულებელი სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების, არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებისა და სათავე ნაგებობის მოწყობა. გაკეთდება სასეირნო ბილიკები და აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. შესასვლელში მოეწყობა სალაროსთვის და დაცვისთვის განკუთვნილი ჯიხურები. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის ივნისში დასრულდება.
Print