ახალი ამბები
ზაალ ლატარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების საქმეზე დაკავებულ ზაალ ლატარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატი მის გათავისუფლებას 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა ის თბილისის საქალაქო  სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ლატარიას ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ამავე თემაზე:

ვიდეოჩანაწერის გავრცელების ბრალდებით ზუგდიდელი ზაალ ლატარია დააკავეს




Print