ახალი ამბები
მოქალაქე: ჩხორიაში ორი ოჯახი საფრთხის წინაშეა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში, ხიდის დაზიანების გამო ორი ოჯახი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები და ავადმყოფი მოხუცი ცხოვრობს, საფრთხეშია. სოფლის მკვიდრის მარიკა თოდუას თქმით, ბავშვები სკოლაში მისასვლელად ამ ხიდს გადიან, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაინგრეს.

„ხიდს გაღმა ორი ოჯახი ცხოვრობს. ბევრი ხანია ეს პრობლემა არის, მაგრამ ახლა ძალიან რთული სიტუაციაა, ნებისმიერ დროს შეიძლება ხიდი ჩაინგრეს. ყოველდღე ბავშვები ამ ხიდს გადიან სკოლაში, რომ წავიდნენ. საფრთხის შემცველია, მაგრამ მეორე ნაპირზე მოსახვედრად სხვა გზა არ არის. მანქანის გადმოსვლაზე საუბარი ზედმეტია. სოფელში პროექტების განხილვაც იყო, სადაც ეს პრობლემა დასახელდა, თუმცა ხმების უმრავლესობით, სხვა საკითხები გადაწყდა“, - ამბობს თოდუა.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხით დაინტერესდებიან.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2024
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 3 თვის განმავლობაში უაქციზო საქონლის შენახვა- გადაზიდვის 271 ფაქტი გამოავლინა.
22 / აპრილი 2024
ზუგდიდის  შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე რეჟისორი გიორგი კაშია დაინიშნა.
22 / აპრილი 2024
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის აშენდება იგეგმება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.