ახალი ამბები
კორცხელში ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. მათგან რვა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. მედიკოსების ინფორმაციით, ისინი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში არიან და შესაბამისი კვლევები უტარდებათ. ამავე ცნობით, მათ მნიშვნელოვანი დაზიანებები არ უფიქსირდებათ.

შსს ცნობით მომხდარზე გამოძიება 276 –ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Print