ახალი ამბები
20 დღიანი ძებნის შემდეგ ფოთში მოზარდის ცხედარი იპოვეს
20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში, ნაპოვნია 16 წლის მოზარდის ცხედარი. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს 29 იანვრის შემდეგ, როგორც მდინარეში ისე ზღვაში 24-საათიან რეჟიმში აწარმოებდა.

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობდა. ადგილზე შექმნილი იყო სპეციალური შტაბი,საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავები თბილისიდან და აჭარის რეგიონიდან. წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

16 წლის მოზარდი 29 იანვარს, ფოთში, მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან გადავარდა.

ამავე თემაზე:

ფოთში მდინარეში გადავარდილ მოზარდს მესამე დღეა ეძებენ

Print